"მანჩესტერ სიტი" როდრის სანაცვლოდ 70 მილიონ გირვანქას იმეტებს ?!

6-04-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტი", მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ჩამშლელი ნახევარმცველის, როდრიგო ერნანდესის გადაბირებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელები მზად არიან 22 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 70 მილიონი გირვანქა გაიმეტონ და საჭიროების შემთხვევაში, გაცვლაში მათი რომელიმე ფეხბურთელიც ჩართონ.

ცნობების მიხედვით, როდრის, "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, ბრაზილიელი ფერნანდინიოს შემცვლელად მოიაზრებს, რომლის გარეშეც მისი ფორმაციის გუნდს ასპარეზობა, საკმაოდ უჭირს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში 26 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით