ფავრე: "დღევანდელი მატჩით სეზონი არ სრულდება"

6-04-2019, 16:38

დღეს გერმანიის ბუნდესლიგაში სეზონის ცენტრალური მატჩი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიან ფავრემ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრით სეზონი არ დასრულდება.

"მნიშვნელობა არ აქვს, რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დაპირისპირება. ყველაფრის მიუხედავად, ორივე კლუბს ექნება შანსები."

"ამ მატჩის გარდა წინ კიდევ 7 ტურია დარჩენილი. შესაბამისად, ჩემპიონობა ორივე კლუბს შეუძლია." - აცხადეს ფავრე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით