"იუვენტუსმა" კოშტას ფასი დაადო

12-06-2019, 09:02

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის დუგლას კოშტას შეძენით არაერთი კლუბი ინტერესედება. 

გავლენიანი გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ 28 წლის ბრაზილიელის სატრანსფერო ფასი დაასახელა. როგორც ირკვევა, "ბიანკონერი" კოშტას 50-60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტა "იუვენტუსის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მან ტურინული კლუბის მაისური 71-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით