რობერტ ლევანდოვსკიმ ახალი რეკორდი დაამყარა !

7-04-2019, 01:16

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ბუნდესლიგის 28-ე ტურში, "დორტმუნდის ბორუსიის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ახალი რეკორდი დაამყარა.

30 წლის შემტევმა, ყოფილ გუნდთან, გერმანიის ჩემპიონატში 200 გოლს მიაღწია და ეს მხოლოდ 284 დაპირისპირებაში მოახერხა, რაც გერდ მიულერის (234) შემდეგ, საუკეთესო შედეგია.

ლევანდოვსკიმ ლუსიან ფავრეს ხელმძღვანელობის კლუბს, დუბლი შეუსრულა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე, უკვე 34 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მიუნხენელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 5:0, რითაც მათ ბუნდესლიგის პირველი ადგილი დაიკავეს 64 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით