ლიონელ მესიმ ლა ლიგის რეკორდი დაამყარა !

7-04-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ლა ლიგის 31-ე ტურში, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამარჯვებით, ახალი რეკორდი დაამყარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის შემტევმა, მადირიდის "რეალის" ლეგენდარული გოლკიპერის, იკერ კასილიასის მაჩვენებელი გააუმჯობესა და ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, ყველაზე მეტი მოგების მქონე მოთამაშე გახდა.

ცნობების მიხედვით, "როხი ბლანკოსთან" ორთაბრძოლის შემდეგ, არგენტინელმა საკლუბო კარიერაში, მეტოქე უკვე 335-ჯერ დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ბლაუგრანამ" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0, რითაც მათ ცხრილის სათავეში ადგილი გაიმყარა და სიმეონეს შეგირდებთან ჩამორჩენა, სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, 11 ქულამდე გაზარდა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით