კოვაჩი: "გამორჩეული თამაში ვაჩვენეთ"

7-04-2019, 13:52

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა "დორტმუნდთან" 5 ბურთიანი სხვაობით მოგებული ბუნდესლიგის 28-ე ტურის მატჩის შემდეგ გამართულ პრეს კომფერენციაზე კომენტარი გააკეთა და კმაყოფილება გამოთქვა.

"90 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე ვიასპარეზეთ. პირველი ნახევარი უფრო გამორჩეული იყო ყველა ასპექტში. ტაქტიკურად კარგად ვითამაშეთ და ვულოცავ ჩემ გუნდს ასეთ გამოსვლას".

"ნამდვილად დამსახურებულად გავიმარჯვეთ, თუმცა ჯერ კიდევ ექვსი მატჩი დარჩა სათამაშო, ჩვენც და "დორტმუნდსაც" რთული დაპირისპირებები ელის და წინასწარ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი". - ციტირებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდი ხორვატის სიტყვებს.

"ბაიერნმა" "დორტმუნდი" 5:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ერთი ქულით ჩამოიტოვა. "რეკორდმაისტერებს" 64 ქულა აქვთ, ხოლო "ბორუსიას" - 63.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით