ფეკირის აგენტმა ტრანსფერის ჩაშლის მიზეზებზე ისაუბრა

7-04-2019, 18:52

ლიონის "ოლიმპიკის" შემტევი, ნაბილ ფეკირი მერსისაიდულ "ლივერპულში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა, საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა.

როგორც ფეხბურთელის აგენტმა განმარტა, მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად მისი ტრავმიანობა გახდა.

"ტრანსფერის დასრულებასთან ახლოს ვიყავით. ნაბილი ინგლისშიც იყო ჩასული და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა."

"სამწუხაროდ, მას მუხლზე პრობლემები აღმოაჩნდა, რის გამოც "ლივერპულმა" მის შეძენაზე უარი განაცხადა." - აცხადებს აგენტი.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდული გრანდი ფეკირის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს იხდიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით