ალეგრი რონალდოს მზადყოფნაში დარწმუნებულია

7-04-2019, 18:57

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ამსტერდამის "აიაქსი" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე "ბებერი სინიორას" თავკაცმა, მასიმო ალეგრიმ რონალდოს დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

"მან მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს. თუმცა, მე ვურჩიე, რომ მაქსიმალურად დაესვენა."

"მატჩამდე კიდევ ოთხი დღეა და ამ დროში ყველაფერი გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ რონალდო ამსტერდამში სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში იქნება." - აცხადებს ალეგრი.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფორვარდმა სანაკრებო პაუზის დროს დაზიანება მიიღო, რის შემდგომაც ჯერ-ჯერობით მინდორზე გასვლა ვერ მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით