გატუზო: "წაგება არ დაგვიმსახურებია"

7-04-2019, 18:19

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში "იუვენტუსთან" ანგარიშით 1:2 დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკომფერენციაზე მედიის წარმომადგენლებთან უსაუბრა.

"არ მსურს მსაჯებზე საუბარი, თუმცა "მილანი" წაგებას არ იმსახურებდა. მეტოქე ბრწყინვალე გუნდი იყო და ისეთივე თამაში ჩვენეს როგორიც შეეფერებოდათ, მაგრამ ჩვენ წაგება ნამდვილად არ დაგვიმსახურებია".

"სეზონის დასრულებამდე შვიდი მატჩა დარჩენილი და ასევე ვაგრძელებთ ბრძოლას იტალიის თასზე. "მილანი" ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე". 

"ამ მატჩამდეც არა ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით