ტოვენის შეძენით იტალიური გრანდები დაინტერესდნენ

7-04-2019, 22:29

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის დროს "მარსელის" შემტევი, ფლორიან ტოვენი კლუბს დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახამდ, ფრანგი ფეხბურთელის შეძენით "ნაპოლი", "მილანი" და "ინტერია"  დაინტერესებული.

როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ხსენებული გუნდები ტოვენის შეძენას გადაწყვეტენ, მაშინ ფრანგულ კლუბს მის სანაცლვოდ 40 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "მარსელის" მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 15 გატანილი გოლით და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით