ინსინიეს "ნაპოლის" დატოვება არ სურს

7-04-2019, 23:05

ლორენცო ინსინიეს მიერ მინო რაიოლას აგენტად აყვანის შემდეგ იტალიური პრესა ალაპარაკდა, რომ მას კლუბის დატოვება სურდა.

თუმცა, 27 წლის ფეხბურთელმა გუშინ განაცხადა, რომ იგი არსად წასვლას არ გეგმავს.

"ნეაპოლში ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ ფანები ჩემგან მეტს ელოდებიან და ვეცდები, მათი იმედები გავამართლო."

"სამწუხაროდ, ხალხმა ჩემი გადაწყვეტილებები არასწორად გაიგო. მე მსურს, რომ "ნაპოლის" მაისურით კიდევ დიდხანს ვითამაშო." - აცხადებს ინსინიე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით