ბენჟამინ მენდი: "ექიმი არ ვარ, თუმცა ტრავმების შემდეგ, ბევრი რამ ვისწავლე"

7-04-2019, 23:24

"მანჩესტერ სიტის" ფრანგი მარცხენა მცველი, ბენჟამინ მენდი, "FA Cup-ის" 1/2 ფინალურ ეტაპზე, "ბრაიტონის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ, მის კარიერაზე საუბრობს:

"მიმდინარე სეზონის დასაწყისში, მუხლზე გარკვეული პრობლემები მაინც მქონდა, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი გამოსწორდა და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ."

"რა თქმა უნდა ექიმი არ ვარ, თუმცა არაერთი ტრავმის გამო, საკუთარ ორგანიზმზე ბევრი რამ ვისწავლე, რამაც ჩემს ცხოვრების სტილზეც დადებითი გავლენა იქონია, ამჟამად წარსულზე საუბრის დრო არაა, რადგან "სიტი", მომავლის გუნდია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:0, რითაც მათ ასოციაციის თასის ფინალის საგზური მოიპოვეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით