ერნესტო ვალვერდე: "ბარსელონას" "ოლდ ტრაფორდზე" აქამდე არასდროს მოუგია, თუმცა ვფიქრობ ეს მალე შეიცვლება"

7-04-2019, 23:32

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდე, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინაამრდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი, ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც კარგად იციან თუ მეტოქე წნეხის ქვეშ როგორ მოაქციონ."

"ბარსელონას" "ოლდ ტრაფორდზე" აქამდე არასდროს მოუგია, თუმცა ვფიქრობ ეს მალე შეიცვლება, ჩვენ ინგლისში ერთი მიზანი გვაქვს და ეს "იუნაიტედის" დამარცხებაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 10 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით