მერსესაიდული "ლივერპული" მემფის დეპაის აკვირდება ?!

7-04-2019, 23:39

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპული", ფრანგული "ოლიმპიკ ლიონის" ჰოლანდიელ თავდამსხმელს, მემფის დეპაის აკვირდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იურგენ კლოპის გუნდი მზადაა 25 წლის შემტევის სანაცვლოდ, 55 მილიონი გირვანქა გაიმეტოს და საჭიროების შემთხვევაში, გაცვლაში დენიელ სტარიჯიც ჩართოს.

ცნობების მიხედვით, დეპაისიც უკვე დიდი ხანია სურს პრემიერ ლიგაში დაბრუნება და "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული წარუმატებელი დროის შემდეგ, საკუთარი შესაძლებლობების ხელახლა დამტკიცება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში 29 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ჯერ-ჯერობით 6 გოლის გატანა და 8 საგოელ გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უდიდესი ტრაგედია, უძლიერესი ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით