რა გააკეთა ჟერარდ პიკემ, რითაც მან დიეგო კოშტა გადაარჩინა ?!

7-04-2019, 23:53

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლა ლიგის 31-ე ტურში, კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის გამართული შეხვედრის დროს, საკმაოდ საინტერესო ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

დიეგო კოშტას გაძევება, მსაჯის შეურაცყოფამ განაპირობა, რადგანაც ესპანელმა თავდამსხმელმა მთავარი არბიტრის დედის პატიოსნებაში შეიტანა ეჭვი, მიუხედავად ამისა, წითელი ბარათის მიღების შემდეგ, ის დავის გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა ამის გაკეთებამდე მასთან თანამემამულე, ჟერარდ პიკე მივიდა და ასეთი რამ უთხრა:

"საუბრის გახანგრძლივებაზე არც იფიქრო, რა გსურს ? 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ?! თუ დაწყნარებას ვერ შეძლებ, გასახდელმადე თავად მიგიყვან."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ბლაუგრანას" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0, რითაც მათ ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში ადგილი გაიმყარეს და "როხი ბლანკოსთან" უპირატესობა, სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, 11 ქულამდე გაზარდეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით