"მილანი" "ტოტენჰემიდან" მაურისიო პოჩეტინოს იწვევს !

8-04-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "მილანი", მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ლონდონის "ტოტენჰემის" თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს იწვევს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის მფლობელები მზად არიან არგენტინელ სპეციალისტს 300 მილიონიანი სატრანსფერო ბიუჯეტი და მოთამაშეთა გადაბირებაში, სრული თავისუფლება მიანიჭონ.

ცნობების მიხედვით, "სან სიროს" ხელმძღვანელობას სურს სპეციალისტს ამავდროულად, ლონდონური კლუბის რიგებიდან, ჰარი კეინის ან ჰეუნ-მინ სონის გადაბირება სთხოვოს.

შეგახსენებთ, რომ მილანელები, ამჟამად მიმდინარე სეზონის სერია ა-ს ცხრილში, მე-4 ადგილს იკავებენ 52 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით