მალე რონალდუს სახელობის სტადიონი იარსებებს

19-05-2019, 13:27

როგორც O Jogo იუწყება, ლისაბონის "სპორტინგის" ხელმძღვანელობა "ჟოზე ალვალადეს" სახელის ფორმირებას მოახდენს - და მას "ჟოზე ალვალადე CR7" დაერქმევა. გამოდის, რომ დანდაკებების, სასტუმროებისა და სხვა ნაგებობების შემდეგ შესაძლოა სულ მალე კრიშტიანუ რონალდუს სახელობის სტადიონიც გახდეს. 

აღნიშნული ნაბიჯი პირველ რიგში ორი რამით იქნება განპირობებული: პირველი ის, რომ  გაიზარდოს კლუბის ფინანსური შემოსავალი და რონალდუმ კარიერა "სპორტინგში" დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "სპორტინგი" აკადემიას 1997 წელს შეუერთდა და გუნდში 2003 წლამდე დარჩა. ლისაბონელთა ღირსება პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 28 მატჩში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით