სპალეტი: "მთავარი თამაშის ხარისხია და არა შედეგი"

8-04-2019, 14:52

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ "ატალანტასთან" ნულოვან ფრედ დასრულებული მატჩის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"თამაშის ხარისხი უფრო მაინტერესებს, ვიდრე შედეგი. მშვიდად ვარ, თუ გუნდი კარგად თამაშობს, შესაბამისად, მხოლოდ გოლის გატანა ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენ "ატალანტასთან" კარგად ვითამაშეთ, ამიტომ ბედნიერი ვარ".

"იკარდისთან ბევრი ვისაუბრე, ამიტომ ახლა მხოლოდ "ინტერზე" ლაპარაკი მსურს. მაურო კარგად გამოიყურებოდა, დაცვაში ჩადიოდა და ნახევარმცველებთან კომბინირებდა", - სპალეტის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით