ანჩელოტი: "არსენალთან" პრობლემებს ველოდებით"

8-04-2019, 15:12

იტალიური "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ჯენოასთან" ფრედ დასრულებული თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთელები მატჩზე ფოკუსირებულები არ იყვნენ, რადგან "არსენალზე ჯერჯერობით არ გვისაუბრია".
 
"ჩვენ თავს ცუდად ვიცავდით, მაშინაც კი, როცა მეტოქე 10 კაცით იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მატჩის გაკონტროლება არ შეგვიძლია".

"უნდა გამოვფხიზლდეთ, რადგან ლონდონშიც თუ ასე ვითამაშებთ, პრობლემები გვექნება. მოსამზადებლად 4 დღე გვრჩება",  - ანჩელოტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით