იურგენ კლოპი: "მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლაზე არ ვფიქრობ"

9-04-2019, 12:08

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაზე საუბრობს:

"ჩემი გეგმების განხორციელება ინგლისურ გრანდში, სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე, რის გამოც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასა და გერმანიაში დაბრუნებაზე, არ ვფიქრობ."

"არც ბავარიული კლუბის მფლობელებთან მქონია ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და არც დიდად გული მიმიწევს "ბაიერნის" თავკაცის პოზიციისკენ, ამიტომაც ეს ცნობები, შეგიძლიათ დაივიწყოთ."

შეგახსენებთ, რომ სპორტული გამოცემების მიხედვით, ზემოთ ხსენებული გერმანული გუნდი, ნიკო კოვაჩის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად, სწორედ კლოპს განიხილავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით