იესპერ ოლსენი: "ამსტერდამის "აიაქსს", ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

9-04-2019, 12:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული დანიელი ნახევარმცველი, იესპერ ოლსენი, ამსტერდამის "აიაქსის" შესაძლებლობებზე საუბრობს:

"რატომაც არა ? მათ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ნამდვილად აქვთ, ჰოლანდიელებმა ტურნირის ბოლო 3 წლის განმავლობაში დაუმარცხებელი ჩემპიონი გამოაძევეს, თანაც 1/8 ფინალური ეტაპიდან, ბევრია ისეთი გუნდი, რომელსაც მსგავსი მიღწევა აქვს "ლოს ბლანკოსის" წინააღმდეგ ?"

"ერთადერთ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ "აიაქსი" საკმაოდ ახალგაზრდა გუნდია, რომელიც გამოცდილებით დიდად ვერ დაიკვეხნის, 1/4 ფინალებში კი ეს ფაქტორი, შესაძლოა რომელიმე გრანდთან, გადამწყვეტი აღმოჩნდეს."

"ამსტერდამელებს სამაგიეროდ ერთი რამ აქვთ რაც ასეთ დონეზე არავის გააჩნია და ეს უშიშარი მენტალიტეტია, სწორედ ასეთი აზროვნებით შეაღწიეს ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებმა ევროპის 8 საუკეთესო კლუბს შორის."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, ტურინის "იუვენტუსს", 10 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით