"ბარსელონა" პოგბას შეძენასთან ახლოს იყო

9-04-2019, 18:33

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ დაადასტურა, რომ მის კლუბს პოლ პოგბას შეძენის შანსი ჰქონდა.

"2015 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ ტურინში თამაშობდა, ჩვენ ვუთხარით "იუვენტუსს", რომ თუ ოდესმე მას გაყიდდნენ ჩვენთვის მოემართათ."

"სანამ პოგბა მანჩესტერში გადაბარგდებოდა, ტურინელები მართლაც დაგვიკავშირდნენ. თუმცა, მათი ფასი საკმაოდ მაღალი იყო, რის გამოც ვეღარ შევძელით ფრანგის დამატება." - აცხადებს ბართომეუ.

შეგახსენებთ, რომ პოგბა "იუნაიტედში" 2016 წელს გადაბარგდა, 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით