როდრიგოს "სიტიში" წასვლა სურს

9-04-2019, 18:53

მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს მანჩესტერ "სიტიმ" შესაძლოა მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი დაიმატოს.

ესპანელი ჟურნალისტის, ხოსე რამონის განცხადებით, "როხიბლანკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, როდრიგომ კლუბს განუცხადა, რომ მას წასვლა სურს.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" სერიოზულად არიან დაინტერესებული 22 წლის ფეხბურთელის დამატებით და მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს იხდიან. მანჩესტერულ კლუბში გადასვლა კი თავად ესპანელსაც უნდა.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკომ" როდრიგოს სანაცვლოდ გასულ წელს მხოლოდ და მხოლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით