სმოლინგი: "მესის გოლის გატანა გაუჭირდება"

8-04-2019, 14:46

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა კრის სმოლინგიმ მედიის წარმომადგენლებთან ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგების  შესახებ ისაუბრა.

"როდესაც ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა მიმდინარეობდა, სპორტდარბაზში ვიყავით და ვხურდებოდით. ველოსიპეტებზე ვარჯიში ცოტა გავიგრძელდა რადგან ყველა ტელევიზორს ვუყურებდით, გვაინტერესებდა გაგვიმართლებდა თუ არა ფორტუნა".

"როდესაც ჩვენი მეტოქე გაირკვა, სიმართლე გითხრათ, ძალიან ბედნიერები ვიყავით. თუმცა, ცხადია, ვიცოდით, ვისთან მოგვიწევდა თამაში".

"ზოგადად, მიყვარს, როდესაც საუკეთესოების წინააღმდეგ ვთამაშობ. ეს ჩემთვის სასიამოვნო გამოწვევაა. მაგალითისთვის, მბაპეს წინააღმდეგ თამაში ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რადგან კილიანი საკმაოდ სახიფათო შემტევია. მანჩესტერისთვის საუკეთესოებთან თამაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

"მესის წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში არ მითამაშია და ამ დაპირისპირებას ველოდები. ყველამ იცის, რა დონის ფეხბურთელია ლეო. მე კი შევეცდები, მას მაქსიმალურად ცოტა შანსი მივცე",  - ციტირებს სმოლინგის სიტყვებს Goal.com.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით