მატა: "მეტოქის არ გვეშინია, მათ უბრალოდ პატივს ვცემთ"

9-04-2019, 20:39

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩის წინ მანჩესტერული  გუნდის შემტევმა ხუან მატამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ "მანჩესტერი" ვართ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს წარმოვადგენთ".

"გვეშინია თუ არა მათი? არა, ცხადია. შიში ის სიტყვა არ არის, რომლის გამოყენებაც ახლა მართებულია. უბრალოდ, "ბარსელონას" პატივს ვცემთ".

"კატალონიელებს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. შესაძლოა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოც".

"საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა და ვიცით, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია. მზად ვართ, ჩვენი გუნდისა და გულშემატკივრებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. შეგვიძლია, 2 კარგი მატჩი ჩავატაროთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ", - განაცხადა ესპანელმა Daily Star-თან საუბარში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით