გახდება თუ არა კონტე სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი?

9-04-2019, 21:19

როგორც უკვე მოგეხსენებათ, შესაძლოა, ანტონიო კონტემ მილანის "ინტერი" ჩაიბაროს და მან  ხელმძღვანელებს ის თანხა დაუსახელა, რომლის სანაცვლოდ გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობას დათანხმდება.

როგორც გამოცემ La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, იტალიელ სპეციალისტს ხელფასად წელიწადში 10 მილიონი ევროს მიღება სურს. მისი პირობები "ინტერის" გარდა, ყველა დანარჩენ კლუბს ეხება, ვისაც კონტეს მიწვევა სურს.

თუ "ინტერი" იტალიის ეროვნული ნაკრების ექსთავკაცის პირობებს დათანხმდება, მაშინ კონტე სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

დღესდღეობით, იტალიის კლუბებში ყველაზე მაღალი ხელფასი "იუვენტუსის" თავკაც მასიმილიანო ალეგრის აქვს, რომელიც წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. "ინტერის" ამჟამინდელი დამრიგებლის ლუჩანო სპალეტის ხელფასი წელიწადში 4,5 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით