ჟერარდ პიკე: "ოლე გუნარ სოლსკიაერი შესანიშნავი თანაგუნდელი იყო"

9-04-2019, 23:29

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ცენტრალური მცველი, ჟერარდ პიკე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელზე, ნორვეგიელ სპეციალისტზე, ოლე გუნარ სოლსკიაერზე საუბრობს:

"როდესაც ინგლისში გადავბარგდი, მხოლოდ 17 წლის ვიყავი, ის კი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშის ტიტულს ატარებდა, მიუხედავად ამისა, ოლემ ჩემთან კარგი ურთიერთობა დაამყარა და ადაპტირებაშიც დამეხმარა."

"სოლსკიაერი შესანიშნავი თანაგუნდელი იყო, რომელიც ახლა "იუნაიტედის" სათავეშიც არაჩვეულებრივად ასპარეზობს, ამიტომაც მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც ჩვენი ორთაბრძოლა დაიწყება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 10 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით