რობერტ ფერნანდესი: "რომელუ ლუკაკუს წინააღმდეგ თამაში რთული არაა"

10-04-2019, 12:08

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ტექნიკური დირექტორი, რობერტ ფერნანდესი, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"როგორც იცით, მსოფლიომ კლემან ლენგლე, სწორედ რომელუ ლუკაკუს წინააღმდეგ თამაშით გაიცნო, თუმცა მან პირადად ჩემი ყურადღება ამით ვერ მიიპყრო, რადგანაც ბელგიელი შემტევის განეიტრალება, რთული არაა."

"დიახ, ის ძლიერი თავდამსხმელია, თუმცა არა საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო, გასულ წელს ლენგლემ ის შესანიშნავად გააქრო მოედნიდან და ახლაც იგივეს იმედი გვაქვს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 10 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით