ერნესტო ვალვერდე ლიონელ მესიზე: "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მისგან ბევრს მოველით"

10-04-2019, 12:35

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდე, კლუბის არგენტინელ ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე საუბრობს:

"მესი არის მოთამაშე, რომელიც ყველა სპეციალისტისა და ფეხბურთელის ყურადღებას იპყრობს, თითოეული მეტოქე უმეტესს დროს, მისი განეიტრალების გეგმების ფიქრში ატარებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ის მაინც ყოველთვის შესანიშნავად ასპარეზობს."

"მისგან "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩვეულებისამებრ ბევრს მოველით, ეს ჩვენი სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 10 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით