ვან დიკი: "ახლა დროა პრემიერლიგაზე გადავერთოთ"

10-04-2019, 01:50

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩი, რომელშიც "ლივერპულმა" "პორტუს" უმასპინძლა და 2:0 სძლია.

შეხვედრის შემდგომ "წითლების" ლიდერმა, ვირჯილ ვან დიკმა პრესასთან ისაუბრა.

"ჩვენ ორი გოლი გავიტანეთ და კარი მშრალად შევინახეთ. ამით პროგრამა შევასრულეთ."

"ახლა დროა პრემიერლიგაზე გადავერთოთ. წინ "ჩელსისთან" მნშივნელოვანი დაპირისპირება გვაქვს."

"მარეგა საკმაოდ ძლიერი თავდამსხმელია. სასიამოვნოა მასთან დაპირისპირება და ამავე დროს რთული. ის ბურთისთვის მუდამ იბრძვის." - აცხადებს ვან დიკი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით