ეტო'ო: "ეს ისტორიაში ყველაზე კარგი სატრანსფერო გარიგება იყო"

10-04-2019, 11:07

ლეგენდარულმა კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტო’ომ ჟურნალისტებთან საუბრისას წარსული გაიხსენა და "ინტერში" მისი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ დაასახელა.

"ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ "ბარსელონამ" გვარდიოლას მოთხოვნით ტრანსფერზე დამაყენა და მინდა ვთქვა, რომ "ინტერში" ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შეთანხმება იყო.

"ცხადია, გვარდიოლამ ამ გადაწყვეტილებით საშუალება მომცა ისტორიის ნაწილი გავმხდარიყავი, "ინტერმა" საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო გარიგება შეასრულა", - ციტირებს ეტო’ოს  სიტყვებს BeIN Sports-ი.

შეგახსენებთ, სამუელ ეტო’ო კატალონიური გრანდიდან "ინტერში" 2009 წლის ზაფხულში გადავიდა.

აღსანიშნავია ამ გარიგების დეტალები: "ინტერმა" "ბარსაში" ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაუშვა, ხოლო შვედის სანაცვლოდ ეტო’ო უსასყიდლოდ მიიღო და დამატებით 46 მილიონი ევროთიც შეავსო საბანკო ანგარიში...




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით