პინტო და კოშტა: "მოჰამედ სალაჰს, შეეძლო დანილოსთვის ფეხი მოეტეხა"

11-04-2019, 11:35

პორტუგალიური "პორტუს" პრეზიდენტი, პინტო და კოშტა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს:

"მადლობა ღმერთს, რომ დანილო გადარჩა და ახლა მოტეხილი ფეხით, საავადმყოფოში არ იმყოფება, ჩვენი მთავარი მიზანია არბიტრი ორივე გუნდს თანაბრად ეპყრობოდეს და უცნაურია, როდესაც მოჰამედ სალაჰმა ასეთი უხეშობის შემდეგ, ყვითელი ბარათიც კი არ მიიღო."

"ამ ეტაპზე სამართლიანად მოვაღწიეთ და 2 გოლის გატანა, ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეგვიძლია, ამიტომაც გამარჯვებულის ვინაობა, მხოლოდ მე-2 ორთაბრძოლის შემდეგ გაირკვევა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით