ემრე ჩანი: "მიუნხენის" ბაიერნის" დატოვება, ჩემს კარიერაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო"

11-04-2019, 12:08

ტურინის "იუვენტუსის" გერმანელი ნახევარმცველი, ემრე ჩანი, მიუნხენის "ბაიერნის" დატოვების გადაწყვეტილებაზე საუბრობს:

"კარიერის დასაწყისში საკმაოდ კარგი შანსი მქონდა იმისა, რომ ბავარიული გრანდის ძირითადის მოთამაშის როლი შემეთავსებინა, თუმცა ჩემი მთავარი მიზანი, მეტი სათამაშო დროის მიღება და განვითარება იყო და არა რამდენიმე სეზონის განმავლობაში, სათადარიგოდან ასპარეზობა."

"ვფიქრობ გერმანიიდან წასვლით, კარიერაში ყველაზე სწორი ნაბიჯი გადავდგი, ამით საკუთარ თავში რწმენა შევიძინე და ბევრად უფრო დამოუკიდებელი გავხდი."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 25 წლის ფეხბურთელი, იტალიაში, მერსესაიდული "ლივერპულიდან", 2018 წლის 1 ივლისს, უფასოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით