ანტონიო კასანო: "მაურო იკარდი, გოლის გატანის გარდა არაფერს აკეთებს"

11-04-2019, 12:35

მილანის "ინტერის" ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელი, ანტონიო კასანო, კლუბის არგენტინელ შემტევზე, მაურო იკარდიზე საუბრობს:

"ლუჩიანო სპალეტის გუნდი, 4-2-3-1 ფორმაციით ასპარეზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდასხმაში ყველაფერი, მხოლოდ ერთ მოთამაშეზეა დამოკიდებული."

"იკარდის კი ასეთ პოზიციაზე ერთი პრობლემა აქვს, თუ ის გოლის გატანას ახერხებს, მაშინ კარგ მატჩს ატარებს, სხვა შემთხვევაში კი მწვრთნელს არაფერს სთავაზობს, ამ ტიპის ფეხბურთელი, ჩემი აზრით, "ინტერს" არ სჭირდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ 26 წლის იკარდის, თებერვალში, მედიაში სატრანსფერო ბაზარზე აქტიური საუბრების გამო, კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით