"იუნაიტედმა" ლიგის ანტირეკორდი დაამყარა

11-04-2019, 00:54

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩში მანჩესტერ "იუნაიტედმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი "წითელი ეშაკების" მცველმა, ლუკ შოუმ შეხვედრის მე-12 წუთზე, საკუთარ კარში გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ამ გოლის გამო მანჩესტერ "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდი დაამყარა.

კერძოდ, ეს კლუბი გახდა ტურნირის ისტორიაში პირველი, რომელმაც რვაჯერ გაუშვა ავტოგოლი.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება მომავალ სამშაბათს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით