რა სჭირს მესის, არასასიამოვნო ცნობა ბარსას ფანებისთვის

11-04-2019, 00:56

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური ეტაპის მატჩი, რომელშიც "მანჩესტერმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

გამარჯვების მიუხედავად, ესპანელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. გუნდის ლიდერმა, ლეო მესიმ სერიოზული დაზიანება მიიღო.

პირველი ტაიმის შუაწელს არგენტინელი ფორვარდი კრის სმოლინგს დაეჯახა, რის გამოც სერიოზულად დაშავდა და რამდენიმე წუთით მინდორი დატოვა.

ესპანური გამოცემების ცნობით, მესის ცხვირი აქვს დაზიანებული და არსებობს საშიშროება იმისა, რომ მან განმეორებითი შეხვედრაც კი გამოტოვოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით