მესი: "ტრავმასთან დაკავშირებით ახლა მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია"

11-04-2019, 01:00

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრა, რომელშიც "მანჩესტერი" შინ "ბარსელონასთან" დამარცხდა, ანგარიშით 0:1.

თამაშს დასრულების შემდგომ "ბლაუგრანას" ლიდერმა, ლეო მესიმ პირველი კომენტარი გააკეთა.

"კარგი თამაში გამოგვივიდა. სწრაფი გოლის გატანის შემდეგ სცენარი ჩვენი კარნახით წავიდა და შედეგიც სახეზეა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადავდგით."

"რაც შეეხება ტრავმას. მცირე დისკომფორტს განვიცდი, თუმცა, შემოწმების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია." - აცხადებს მესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით