სოლსკასერი: "შანსი კიდევ მოგვეცემა და მას აუცილებლად გამოვიყენებთ"

11-04-2019, 13:17

ჩემპიონთალიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და 0:1 წააგო, მასპინძელი გუნდის თავკაცმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"დღეს მაკტომინეი ფატასტიკური იყო, ყოველდღე ვითარდება, დიდი სპორტსმენია. კარგად ვითამაშეთ, ვიცოდით, რომ უბურთოდ ყოფნა მოგვიწევდა და ეს დაღლილობას იწვევს".

"დამწუხრებულები ვართ, რადგან დადებით შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ჩვენი შანსი კატალონიაში გვექნება და ყველანაირად უნდა ვეცადოთ ეს შანსი გამოვიყენოთ. რაღაც სხვა უნდა გავაკეთოთ და რამდენიმე გოლი უნდა გავიტანოთ", - განაცხადა სოლსკასერმა.

შეგახსენებთ, საპასუხო მარჩი 16 აპრილს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკო ბასილაშვილი "მონტე კარლოს" ტურინირს, საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა !

დაგვიმეგობრდით