დიეგო კოშტასთვს სეზონი დასრულდა

11-04-2019, 14:07

ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "სტლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო კოშტა ლა ლიგის 31-ე ტურში "ბარსელონასთან" მატჩში მთავარ მსაჯ ხესუს ხილ მანსანოს შეურაცხყოფისთვის 8-მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს.

შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრის პირველი ტაიმის დაახლოვებით მე-15 წუთის დროს კოსტა მსაჯის შეურაცხყოფისთვის გააძევეს. თავის რაპორტში მანსანომ მიუთითა, რომ მადრიდელთა ფორვარდმა დედამისის მისამართით დამამცირებელი სიტყვები გამოიყენა, რასაც მოთამაშე უარყოფდა. თუმცა, კოსტას შეძახილები მსაჯის მიკროფონში ისმისა და შედეგად მისი დანაშაული დამტკიცდა.  

ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტი კოსტას 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას მსაჯის შეურაცხყოფისთვის მისცემს, ხოლო ამდენივეს იმიტომ დაუმატებს, რომ ფეხბურთელი მანსანოს ხელით შეეხო. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით