"სევილიას" ლორან ბლანი ჩაიბარებს

11-04-2019, 15:44

როგორც გამოცემა Le Parisien-ი იტყობინება,  ლორან ბლანი ახალი სეზონიდან "სევილიას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნომერ პირველი კანდიდატია.

კლუბის ხელმძღვანელებსა და 53 წლის ფრანგს სპეციალისტს შორის მოლაპარაკების შედეგი გარკვეულწილად მომავალ სეზონში "სევილიას" ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა-არმოხვედრაზეა დამოკიდებული.  

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, სევილიელებს ხოაკინ კაპაროსი წვრთნის, რომელმაც სეზონის მსვლელობისას პაბლო მაჩინი შეცვალა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, კაპაროსმა განაცხადა, რომ ქრონიკული ლეიკემია აქვს.  

აქვე გეტყვით, რომ ბლანმა 2016 წელს ფრანგული "პარი სენ-ჟერმანი" დატოვა და მას მერე არსად უმუშავია. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით