მალდინი: "გატუზოს შემცვლელს არ ვეძებთ"

11-04-2019, 18:39

იტალიური "მილანის" ლეგენდა და ახლანდელი სპორტული სტრატეგიისა და განვითარების დირექტორმა პაოლო მალდინიმ მედიის წარმომადგენლებთან კლუბის მიზნების შესახებ ისაუბრა.

"სეზონი ბაკაიოკომ ცუდად დაიწყო, თუმცა ბოლო დროს  ძლიერი ხასიათი გამოავლინა და ფორმაში შევიდა. ჩვენ მის გამოსყიდვას აუცილებლად ვეცდებით, თუმცა ტრანსფერი ფინანსური ფეირ-პლეის დამოძიებაზეც იქნება დამოკიდებული".

"ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, გუნდს ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად, ენთუზიაზმს შემატებს. ძალიან ცუდი იქნება, თუ ევროპაში ზედიზედ მე-7 წელი ვერ დავბრუნდებით. მიზნის მისაღწევად, დიდი შრომაა საჭირო".

"ხშირად მესმის, რომ "მილანი" მთავარი მწრთვნელის შეცვლას აპირებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გატუზოს მუშაობით კმაყოფილები ვართ და მის შეცვლას არ განვიხილავთ".

"დარწმუნებულები ვართ, რომ რინო გუნდისთვის იდეალური მწვრთნელია. მან კარგად იცის, რას ვფიქრობთ მასზე", - განაცხადა 50 წლის იტალიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით