მარკო სილვა: "კარგი იქნება თუ ანდრე გომეში და კურტ ზუმა, "ევერტონში" დარჩებიან"

11-04-2019, 23:27

მერსესაიდული "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი სპეციალისტი, მარკო სილვა, კლუბში იჯარის წესით მყოფ მოთამაშეებზე, ანდრე გომეშსა და კურტ ზუმაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ ისინი ჩვენს შემადგენლობაში დარჩებიან, თუმცა საბოლოო შედეგი სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში "ევერტონზე" არაა დამოკიდებული."

"ყველაფერი სეზონის ბოლოს გადაწყდება, ახლა ზუმასა და გომეშის მფლობელ გუნდებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა მათი სატრანსფერო ღირებულება გავარკვიოთ და ორივე მხარისთვის მომგებიან ფასზე შევთანხმდეთ, ვნახოთ აგვისტომდე რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მერსესაიდული კლუბი, პრემიერ ლიგაში 32 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, მე-9 ადგილზე იმყოფება 46 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკო ბასილაშვილი "მონტე კარლოს" ტურინირს, საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა !

დაგვიმეგობრდით