რაფაელ ბენიტესი: "ნიუკასლს" შეუძლია "ნაპოლის" წარმატება გაიმეოროს"

11-04-2019, 23:34

ინგლისური "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, რაფაელ ბენიტესი, მის ამჟამინდელ კლუბს, იტალიურ "ნაპოლის" ადარებს:

"წარმატებას ერთი საიდუმლო აქვს და ეს კარგი მოთამაშეების შეძენაა, როდესაც ზემოთ ხსენებული გუნდის თავკაცად დავინიშნე, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტის დიდი მიზნები ჰქონდა, ედისონ კავანის ტრანსფერის თანხით, ჩვენ: გონსალო იგუაინი, პეპე რეინა, რაულ ალბიოლი, დრის მერტენსი და ხოსე კალეხონი გადავიბირეთ."

"ამას დაემატნენ კალიდუ კულიბალი და ჟორჟინიოც, ამიტომაც თუ იგივე გზას ავირჩევთ და ამომავალ ვარსკვლავებში "დავაბანდეთ" რესურსებს, მაშინ ნეაპოლიტანელების მიღწევებსაც გავიმეორებთ."

შეგახსენებთ, რომ "ნიუკასლი", პრემიერ ლიგაში 32 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს 35 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით