პოლ პოგბა: "მანჩესტერ იუნაიტედს", "ბარსელონას" დამარცხება და 1/2 ფინალში გასვლა შეუძლია"

11-04-2019, 23:52

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ბევრი შანსი მივიღეთ, თუმცა სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ, არც მეტოქემ იასპარეზა დამაჯერებლად, დავიდ დე ხეას მხოლოდ ერთი კარგი სეივის გაკეთება მოუწია, დანარჩენ შემთხვევაში კი უსაქმოდ იყო."

"ჩვენ "იუნაიტედი" ვართ და შესაბამისად დიდი მიზნებიც გვაქვს, ასეთი ანგარიშის შემდეგ წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა ინგლისურ გრანდს, "ბლაუგრანას" დამარცხება და 1/2 ფინალში გასვლა, ნამდვილად შეუძლია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით