არიენ რობენი: "ვფიქრობ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში უკანასკნელი შეხვედრა, უკვე ჩავატარე"

12-04-2019, 00:10

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი, არიენ რობენი, მის ტრავმასა და საკლუბო კარიერაზე საუბრობს:

"სამედიცინო გუნდთან ხშირად ვსაუბრობ და ახლანდელი მდგომარეობით, ვფიქრობ რომ მიმდინარე სეზონში ასპარეზობას ვეღარ მოვახერხებ, სამწუხაროა თუმცა ბავარიული გრანდის რიგებში უკანასკნელი შეხვედრა, უკვე ჩავატარე."

"რამდენიმე შემოთავაზება რა თქმა უნდა მივიღე, თუმცა არჩევანი ჯერ-ჯერობით არ გამიკეთებია, ყველაფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაწყდება."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული 35 წლის მოთამაშის გადაბირება, ყველაზე მეტად, ამერიკული "MLS-ის" კლუბებს სურთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით