პაოლო მალდინი: "მილანს" ტიემუე ბაკაიოკოს სრული ტრანსფერი სურს"

12-04-2019, 12:35

იტალიური "მილანის" ლეგენდარული ცენტრალური მცველი, პაოლო მალდინი, კლუბის ფრანგ ნახევარმცველზე, ტიემუე ბაკაიოკოზე საუბრობს:

"მან შესანიშნავი ხასიათი აჩვენა და ჩვენს გუნდში დარჩენა დაიმსახურა, რა თქმა უნდა თავდაპირველად მას უცხო ქვეყანაში ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა, თუმცა შეგუების პერიოდის დასრულების შემდეგ, ბაკაიოკომ არაჩვეულებრივად დაიწყო ასპარეზობა."

"სწორედ ამიტომაც, "მილანს" სურს ტიემუე სრული ტრანსფერით გადაიბიროს და ლონდონის "ჩელსისთან" მოლაპარაკებები განაახლოს, ვნახოთ მომავალში რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული 24 წლის ფეხბურთელის გადასაბირებლად, ჯენარო გატუზოს გუნდს, მინიმუმ 35 მილიონი გირვანქას გამეტება მოუწევს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით