კროოსი "რეალს" ტოვებს

12-04-2019, 14:17

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, ტონის კროოსი "რეალის" დატოვებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, 29 წლის გერმანელმა კლუბის ხელმძღვანელობისგან ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა და სავარაუდოდ, გუნდს ზაფხულშივე შეიცვლის. მისი დამატება "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.

შეგახსენეთ, რომ ტონი კროოსი "რეალში" 2014 წელს ჩაირიცხა. მან "სამეფო კლუბის" მაისური 228-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით