"ლივერპულმა" "რეალს" მანეს ფასი შეუთვალა

12-04-2019, 17:57

როგორც იცით,ბოლო დროს პრესაში აქიუტრად იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლივერპულიდან" სადიო მანეს შეძენას შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპულელთა" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი სენეგალელ შემტევს გაშვებაზე  მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქრდება, თუ "სამეფო კლუბი" მასსში 135 მილიონ ევროს გადაიხდის.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თუ ეს ტრანსფერი შედგა, სადიო მანე "მერსესაიდული" კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში, სენეგალელმა  41 მატჩში 20 გოლსა და 4 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით