ანჩელოტი: "წინ კიდევ ერთი მატჩია"

12-04-2019, 14:39

როგორც მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა "არსენალსა" და "ნაპოლის" შორის ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

აღნიშნული მატჩის შემდე ნეაპოლური კლუბის თავკაცი, კარლო ანჩელოტი მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

"ცუდი სტარტი გამოგვივიდა. პირველი ნახევარი არც ისე კარგი იყო, მაგრამ წინ კიდევ 90 წუთი გველის".

"ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ, სახლში ვეცდებით, რომ 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე დავიხარჯოთ. საბედნიეროდ ყველაფრის გამოსწორების საშუალება გვაქვს".

"დარწმუნებულები ვართ, რომ გულშემატკივრებთან ერთად დაბრუნებას შევძლებთ",  - ანჩელოტის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით