ვარანი: "მადრიდში ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ გავაანალიზე"

12-04-2019, 17:17

მადრიდის "რეალის" მცველმა რაფაელ ვარანიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას "სამეფო კლუბში" მისი მოსვლის პერიოდი გაიხსენა.

"როდესაც "რეალში" მოვხვდი, გავაანალიზე, რომ შუადღეს კინოში წასვლის შანსი არ მექნებოდა. აეროპორტში ძალიან ბევრი ჟურნალისტი დამხვდა და მაშინვე მივხვდი, რომ მადრიდში საინტერესო რაღაცები მელოდა".
 
"ყველაზე კარგი მომენტი ჩემ კარიერაში, ცხადია, მუნდიალის მოგება იყო. ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ყველაზე ცუდად კი 2016 წელი მახსენდება, როდესაც ევროპის ჩემპიონატი საკუთარ ქვეყანაში გამოვტოვე", - ციტირებს ვარანის სიტყვებს Marca.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით